Thursday, June 10, 2010

ქართული ყოჩივარდა








  1. ქართული ყოჩივარდას საარსებო გარემოს შესწავლა მისი რაოდენობის შემცირების მიზეზების დადგენა.

  2. მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ რა იციან ქართული ყოჩივარდას შესახებ.(სკოლასთან ახლოს მდებარეობს ტყე,სადაცეს მცენარე იზრდება)
ამის შემდეგ მოსწავლეებს ვთავაზობ სამოქმედო გეგმას. კერძოდ,გამოიკვლიონ:


  • ქართული ყოჩივარდას საარსებო გარემო;

  • მისთვის დამახასიათებელი სასიცოცხლო ციკლი(ერთ,ორ თუ მრავალწლიანია იგი.თუ ორ ან მრავალწლიანია ,მისი რომელი ნაწილი გამოიზამთრებს);

  • დაიხმარონ უფროსები,ისინი კარგ რჩევებს მისცემენ,თუ როგორ უნდა მოუარონ ყოჩივარდას;

  • ქართული ყოჩივარდას "წითელ წიგნში"მოხვედრის მიზეზების გარკვევისას დაადგინონ:


  1. ხომ არა აქვს მას დეკორატიული დანიშნულება?


  2. ხომ არ არის სარეველა ან შხამიანი მცენარე?


  3. ხომ არა აქვს მას სამკურნალო დანიშნულება?


  4. ხომ არ ნადგურდება მისი საბინადრო გარემო?


  • მოიფიქრონ, როგორ უნდა გამოუშვან სარეკლამო ბუკლეტი ან გადაიღონ ვიდეორგოლი,რომელიც მათ მიერ დასმულ პრობლემას უამრავ ადამიანს გააცნობს.

ასაკი:10–12


ვადები:2 კვირა


პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ინფორმაციის მოძიება,აზრთა ურთიერთგაცვლა.


მოსალოდნელი შედეგები:ქართული ყოჩივარდას მოშენება, როგორც მის ბუნებრივ გარემოში,ისე ნაკრძალებსა და სათბურებში.


სამუშაო ენა:ქართული


მონაწილეები სხვა სკოლიდან:ოჟიოს სკოლის მოსწავლეები


საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ეკოლოგიასთან,გეოგრაფიასთან


პროექტის ავტორი:ნინო ბაბილაშვილი


ავტორის ელ-ფოსტა:nino.babilashvili@gmail.com